მონაწილეობა ჩაწერაში · თბილისი

ხელოვნურ ინტელექტს ქართული ცუდად ესმის.

ვცდილობთ ეს შევცვალოთ. ვაგროვებთ ქართული მეტყველების ჩანაწერებს, რომ პროგრამებმა ისწავლონ ჩვენი ენის გაგება — ისე, როგორც ინგლისურის უკვე იციან. ამისთვის გვჭირდება ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ილაპარაკებენ.

2 საათი
ერთი ვიზიტი, შესვენებებით
₾60
ანაზღაურება, გადახდა იმავე დღეს
₾80
45 წელს გადაცილებულთათვის
18+
ერთადერთი მოთხოვნა

რა უნდა გააკეთო

არაფრის დაზეპირება, არაფრის კითხვა, არანაირი ტესტი. უბრალოდ ლაპარაკი.

1

მოხვალ სტუდიაში

წინასწარ ვათანხმებთ დროს. სტუდია თბილისის ცენტრში. ერთი ვიზიტი საკმარისია.

2

ილაპარაკებ

მოჰყვები როგორ გაატარე დღე, აღწერ ფოტოს, ახსნი როგორ კეთდება რამე. თემას ჩვენ გთავაზობთ, მაგრამ სიტყვები შენია.

3

მიიღებ ანაზღაურებას

იმავე დღეს, ნაღდი ან გადარიცხვით — როგორც გირჩევნია.

შეცდომები, გამეორებები, „ჰმ" და „ეე" — ყველაფერი კარგია. სწორედ ბუნებრივი მეტყველება გვჭირდება.

შენი უფლებები

ჩაწერამდე გაგაცნობთ შენ უფლებებს და დაგვჭირდება შენი ხელმოწერა თანხმობის ფორმაზე.

რას ნუ იტყვი ჩაწერისას. სხვისი სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, მისამართი, ბარათის ან პაროლის ინფორმაცია. თუ შემთხვევით თქვი — არაუშავს, გვითხარი და ამ ადგილს წავშლით.

კითხვები

ლამაზად უნდა ვილაპარაკო? არა. პირიქით — ბუნებრივი, ყოველდღიური მეტყველება გვჭირდება. დიალექტი და აქცენტი უპირატესობაა.
რაზე უნდა ვილაპარაკო? თემებს ჩვენ შემოგთავაზებთ — დღის განრიგი, მოგზაურობა, სამზარეულო, ფოტოს აღწერა. შეგიძლია შენიც აირჩიო.
ჩემი ხმა რადიოში ან რეკლამაში გამოჩნდება? არა. ჩანაწერი გამოიყენება მხოლოდ პროგრამების გასაწვრთნელად. ის საჯაროდ არ ქვეყნდება.
კომპიუტერი უნდა ვიცოდე? არა. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს ტექნიკურს. შენ მხოლოდ ლაპარაკობ.
შემიძლია მეორედაც მოვიდე? დიახ, და ძალიან გვინდა. განმეორებით მონაწილეებს პრიორიტეტი აქვთ.
ნაცნობი შემიძლია მოვიყვანო? დიახ — განსაკუთრებით გვჭირდება 45 წელს გადაცილებული მონაწილეები და ადამიანები რეგიონებიდან, რომლებიც მათი რეგიონის დამახასიათებელი კილოთი საუბრობენ.
თბილისში არ ვცხოვრობ. დაგვიკავშირდი მაინც. რეგიონული კილოები განსაკუთრებით სჭირდება პროექტს და გასვლით სესიებს ვგეგმავთ.

ჩაეწერე

შეავსე ფორმა და დაგიკავშირდებით.

გვაინტერესებს სად გაიზარდე — კილო მნიშვნელოვანია.